რეზონანსი
02.02.2026

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის რაიონში 100-მდე ლოკაციიდან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო, საავტომობილო, მწვანე ნარჩენი, ძველი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიტანეს.

დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 55 თანამშრომელი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ სარემონტო ნარჩენის, ავტომობილების მეორადი ნაწილების, საბურავების, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად გატანის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×