რეზონანსი
06.02.2026

სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულია 39 პირი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა შესაბამისი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ დანაშაულთან ბრძოლას, შესაბამისი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების გზით. სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – სულ დაკავებულია 39 პირი.

აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70%-ს შეადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული ეფექტიანი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგია.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ხასიათის საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, - განაცხადა დარახველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×