რეზონანსი
06.02.2026

თურქეთში, ერზინჯანში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერზინჯანის მერის ბეკირ აქსუნის თქმით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა და ბიძგებს არც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოუწვევია.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:16 საათზე, 4.52 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×