
მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 101 ქვეყანას შორის, საქართველო რეიტინგში 62-ე ადგილზეა. მონაცემები აჩვენებს, რომ სუპერმარკეტებში 12 ცალი კვერცხის საშუალო ფასი 2.42 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში კვერცხის ფასი ყველაზე დაბალი აზერბაიჯანშია. აქ 12 ცალი კვერცხის საშუალო ფასი 1.54 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
კერძოდ, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში კვერცხის ფასები ასე გამოყურება:
საქართველო - 2.42 დოლარი (62-ე ადგილი);
სომხეთი - 2.29 დოლარი (66-ე ადგილი);
თურქეთი - 2.14 დოლარი (71-ე ადგილი);
რუსეთი - 1.75 დოლარი (84-ე ადგილი);
აზერბაიჯანი - 1.54 დოლარი (93-ე ადგილი).
ამასთანავე, Numbeo-ს თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის სუპერმარკეტებში კვერცხის ფასი ყველაზე მაღალი შვეიცარიაშია, ხოლო ყველაზე დაბალი - ინდოეთში.
ქვეყნები, სადაც სუპერმარკეტებში კვერცხი (12 ცალი) ყველაზე ძვირი ღირს:
შვეიცარია - 7.93 დოლარი;
ახალი ზელანდია - 6.44 დოლარი;
პუერტო რიკო - 5.54 დოლარი;
დანია - 5.1 დოლარი;
ნიდერლანდები - 5.06 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც კვერცხი ყველაზე იაფია, ასე გამოყურება:
ინდოეთი - 93 ცენტი;
ირანი - 1.09 დოლარი;
ბანგლადეში - 1.17 დოლარი;
პაკისტანი - 1.19 დოლარი;
ეგვიპტე - 1.48 დოლარი.