რეზონანსი
07.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 1954 წელს დაბადებული ს.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში დ.მ.-ს პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 760 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“, ხოლო ს.მ.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×