
სახეზეა მოცემულობა, როდესაც სექტორში, კონკრეტულად საკვები პროდუქტებისა და პირადი მოხმარების საგნების სექტორში სტრუქტურული პრობლემაა, - აცხადებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი.
დეპუტატის თქმით, ამ საკითხს სისტემური მიდგომა სჭირდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრუქტურული პრობლემა გავაუმჯობესოთ, პროცესები გავაჯანსაღოთ. ბაზარზე აღინიშნება გარკვეული კლების ტენდენციები, თუმცა ჩვენი მიზანია, სექტორს მივუდგეთ სტრუქტურულად, სისტემურად და სისტემური გადაწყვეტილებებით შევძლოთ, რომ სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ხარჯთეფექტური“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.