რეზონანსი
07.02.2026

პირველ დღეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას ბევრი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. სწორედ იმისთვის იყო ეს ვახშამი ორგანიზებული, რომ ჩვენ გვქონოდა ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება და ამ ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მილანში, სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი შეეხებოდა აშშ-სა და საქართველოს საერთო ღირებულებებს და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მომდევნო წლებში დინამიკურად გაგრძელდება.

„ძალიან თბილი შეხვედრა იყო. იცით, რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ჩვენი ქვეყანა, ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ ღირებულებებს, სხვათა შორის აღნიშნა ქრისტიანული ისტორიული ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იცოდა ვიცე-პრეზიდენტმა და კარგი სიტყვები არ დაიშურა, ჩვენი პატრიარქიც ახსენა და ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ იყო შთაბეჭდილებები ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×