რეზონანსი
07.02.2026

ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლასთან დაკავშირებით უცხოური გავლენის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ, რომ ეს დამოკიდებულება გარკვეული აქტორების მხრიდან გრძელდება, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართული მხარე ბრიუსელისთვის ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებაზე იმუშავებს.

„ძალიან ცხადია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მიმართულია სწორედ იქითკენ, საითკენაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო უცხოურ გავლენებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, იმისთვის რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული აქტორები“, - განმარტა მინისტრმა.

ევროსაბჭოს უცხოურ ჩარევასთან ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილება დასჭირდა. წინადადებებს ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისაგან 15 აპრილამდე ელის. ქართულმა მხარემ ანგარიში უკვე მოამზადა. უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის პირველი შეხვედრა ევროსაბჭოში 27 იანვარს შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×