რეზონანსი
07.02.2026

2026 წლის იანვარში საქართველოში კარტოფილის ფასი წლიურად 28%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2025 წელს, კარტოფილის იმპორტი წლიურად 83%-ით გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში 4.4 მილიონი დოლარის ღირებულების 9 947 ტონა კარტოფილი შემოვიდა, ხოლო 2024 წელს 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების 6 443 

ტონა.

რაც შეეხება ფასებს, 2024 წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 37 ცენტი იყო, 2025 წელს კი ღირებულება 44 ცენტამდე გაიზარდა, რაც წლიურად კარტოფილის იმპორტის 19%-ით გაძვირებაზე მიუთითებს.

2025 წელს კარტოფილის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა: თურქეთი - 1.89 მლნ დოლარის 6 706 ტონა; გერმანია - 1.26 მლნ დოლარის 956 ტონა; ეგვიპტე - 563 ათასი დოლარის 989 ტონა; აზერბაიჯანი - 416 ათასი დოლარის 1 006 ტონა; ნიდერლანდები - 247 ათასი დოლარის 221 ტონა.

საანგარიშო პერიოდში მზარდი ტემპით ხასიათდება ადგილობრივი ექსპორტიც. კერძოდ, 2025 წელს ექსპორტირებულია 27.5 მლნ დოლარის ღირებულების 83 216 ტონა ქართული კარტოფილი. 2024 წელს კი ექსპორტზე 7.5 მლნ დოლარის ღირებულების 35 002 ტონა კარტოფილი გავიდა. მონაცემები 263%-იან ზრდას აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული კარტოფილის საექსპორტო ფასი 57%-ით არის გაზრდილი. 2024 წელს 1 კგ-ის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 21 ცენტი იყო, 2025 წელს კი 33 ცენტი. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული კარტოფილი ექსპორტზე ძირითადად შემდეგ 5 ქვეყანაში გავიდა: რუსეთი - 20.5 მლნ დოლარის ღირებულება 50 347 ტონა; აზერბაიჯანი - 4.6 მლნ დოლარის ღირებულების 25 062 ტონა; ბელარუსი - 1.37 მლნ დოლარის ღირებულების 3 302 ტონა; სომხეთი - 789 ათასი დოლარის 3 718 ტონა; ყაზახეთი - 84 ათასი დოლარის 394 ტონა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×