რეზონანსი
09.02.2026

ევრობიუროკრატიაში ის ძალები გამოჩნდებიან, რომელთაც მოუწევთ, საქართველოს უპირატესობები აღიარონ, ახლა ეს მომენტი დადგა და იძულებული გახდნენ, საქართველოს ეს უპირატესობაც ეღიარებინათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„არაფერი აღარ გვიკვირს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევრობიუროკრატიიდან თხოვნა მივიღეთ, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. ეს მაშინ, როცა ორი წლის განმავლობაში ამ კანონის და „ფარა“-ს გამო თავზე დაგვამხეს. ევროკომისიის ანგარიშში საქართველო, როგორც მოწინავე ქვეყანა, ხშირად ხვდება ხოლმე. ამ ბოლო ანგარიშში კი უცბად გაახსენდათ, რომ საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ყოფილა, მათ შორის ანაკლიის პორტთან და შავი ზღვის კაბელის პროექტში მონაწილე ქვეყნის სახით. ევრობიუროკრატიაში ის ძალები გამოჩნდებიან, რომელთაც მოუწევთ, საქართველოს უპირატესობები აღიარონ. ახლა ეს მომენტი დადგა და იძულებულები გახდნენ, რომ საქართველოს ეს უპირატესობაც ეღიარებინათ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×