რეზონანსი
09.02.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიმართ ოლიმპიადის დროს აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილებას ევროპული ღირსების გამოხატულებას უწოდებს.

მისი შეფასებით, როდესაც პოლიტიკოსი ერთდროულად აცხადებს, რომ აშშ მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია და დაპირისპირების ენით საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტი არა მშვიდობა, არამედ, პოლიტიკური იმიჯია.

"როდესაც პოლიტიკოსი ერთდროულად აცხადებს, რომ აშშ მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა და ამავე დროს დაპირისპირების ენით საუბრობს, ეს არის ფაქტი, რომ მისთვის პრიორიტეტი არა მშვიდობა და უსაფრთხოებაა, არამედ პოლიტიკური იმიჯი. სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება ევრობიუროკრატიასა და საქართველოს მთავრობას შორის,"- წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×