რეზონანსი
09.02.2026

„როიტერის“ ინფორმაციით, ინდური ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები უარს ამბობენ რუსული ნავთობის შესყიდვაზე და როგორც მოსალოდნელია, ეს დიდი ხანი გაგრძელდება. ამის შესახებ სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი ინდურმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების გაფრომების გამო გადადგეს. სააგენტო წერს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა Indian Oil-მა, Bharat Petroleum-მმა და Reliance Industries-მა. თუმცა, როგორც წყარო ამბობს, ამ ქარხნებმა არ თქვეს უარი მარტში უკვე დადგეგმილ შესყიდვებზე. სხვა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობამ შეწყვიტა რუსული ნავთობის შესყიდვა.

ცნობისთვის, 2026 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დასთანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას და უფრო მეტი ნავთობის აშშ-ში, და შესაძლოა, ვენესუელაში, შეძენას. ტრამპის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას. მან ასევე თქვა, რომ ინდოეთისთვის დაწესებულ სავაჭრო ტარიფებს შეამცირებს. მოდიმ დაადასტურა, რომ ტარიფებზე ტრამპთან შეთანხმდა, თუმცა რუსულ ნავთობზე არაფერი უთქვამს. რუსეთის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არაფერი გაუგია ინდოეთის გეგმების შესახებ, უარი თქვას რუსული ნავთობის შესყიდვაზე. 7 თებერვალს ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ინდოეთისთვის დაწესებული 25%-იანი სავაჭრო ტარიფების მოხსნის შესახებ. ეს ტარიფები ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ჰქონდა დაწესებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×