რეზონანსი
09.02.2026

ძალიან სენსიტიური პროცესია, ძალიან სწორად არის ეს გზა გასავლელი. ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ პრობლემის მოგვარებისა არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად, მათი ჩართულობით მოვაგვარებთ და აღმოვფხვრით ამ პრობლემას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფასების რეგულირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბიზნესი თავიდან ბოლომდე გაითავისებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას.

„სწორედ ამას ემსახურება საპარლამენტო კომისია, რომ ფასების მატებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცენ პასუხი. როდესაც კოლოსალურ ფასნამატებზე ვსაუბრობთ, ეს არის ყველა საბიუჯეტო გადასახადის შემდეგ. ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად პრობლემური საბიუჯეტო გადასახადებია. უფრო სისტემურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს ჩვენ და ბიზნესმა ერთად. ამ გადასახადების თემა იყო იმ სპეკულაციების ნაწილი იმათი მხრიდან, ვინც პრემიერის განცხადების შემდეგ 30 წუთში მაღალი ფასების მხარეს დადგა და კიდევ ერთხელ დაგვანახა ნამდვილი სახე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×