რეზონანსი
09.02.2026

ამერიკის მხრიდან პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ, რაც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტსა და ჯეი დი ვენს შორის შეხვედრა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილსა და აშშ-ს უმაღლეს წარმომადგენლებს შორის კეთილგანწყობილი საუბარი იყო.

„ეს კარგი ნიშანია იმის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სხვა პროცესები მიმდინარეობს. ვიცით, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა პროექტის დაფინანსება აღდგა, ასევე ორმხრივი ურთიერთობები და შეხვედრები მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ურთიერთობებზე საუბრები თავიდან გავააქტიუროთ და გადატვირთვა მოხდეს“,- განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×