რეზონანსი
09.02.2026

ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული , - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სტუ და თსუ აღარ გაერთიანდება, თუმცა სტუ “წმინდა ტექნიკურ“ უნივერსიტეტად გარდაიქმნება.

გივი მიქანაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მზიანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება.

„მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო ტექნიკური მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, უკვე ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული. აქვე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ ვნახავთ: რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მოზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორიენტირებული იმ განაცხადზე, რასაც ყოველთვის ვამბობდით, თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×