რეზონანსი
09.02.2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე ასახელებს, რომელ პროგრამებს შეეხება „მილევადი რეჟიმი“. მან დაასახელა სამი - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტები. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და ე.წ. მილევად რეჟიმში იმუშავებს, შემდეგ კი თსუ-ში გადავა.

გურგენიძის განცხადებით, კონკურსის წესით არჩეული პროფესორ-მასწავლებლები საქმიანობას გააგრძელებენ.

„სტუ-ი ყოველთვის იყო დიდი ტექნოლოგიური საინჟინრო სკოლა, როგორც პრემიერმა ბრძანა, მასში იქნება რეფორმისთვის ძალიან დიდი ინვესტიცია, ჩატარდება რეფორმა და ის ჩამოყალიბდება რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად.

მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულება. ასე რომ, პროფესორები, რომლებიც კონკურსებით არიან არჩეულები, მუშაობას გააგრძელებენ.

ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი, ეს არის: სამართლისა და საერთაშორისო მიმართულების ფაკულტეტი, სოციალურ-მეცნიერების ფაკულტეტი და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. აქ არის სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ამაზე იქნება საუბარი, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში“, - განაცხადა რექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×