რეზონანსი
09.02.2026

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ პირველად, პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე.

ასევე, ევროკავშირის სანქციების პაკეტში დამატებით რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" 42 ნავთობტანკერი შევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×