რეზონანსი
10.02.2026

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბის შემ­დეგ გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ.

დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის დედა სოფო ძნე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი მხო­ლოდ ერთ ჩხუბ­ში ფი­გუ­რი­რებ­და. მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი ბრი­ფინ­გი პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მის ოჯახ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბაა.

"ამ კად­რებ­ში, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს გვაჩ­ვე­ნა, ერ­თა­დერთ ვი­დე­ო­ში, სკვერ­ში ჩხუ­ბის ვი­დე­ო­ში არის ჩემი შვი­ლი, ღია სკვერ­ში, სა­დაც არის ჩხუ­ბი. და­ნარ­ჩენ ჩხუბ­ში, სა­დაც წე­რია, ერთი ეპი­ზო­დია თუ არ ვცდე­ბი, სა­დაც დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი წე­რია, დე­მეტ­რე იმ ჩხუბ­ში არ არის. ეს არის აბ­სურ­დი, ეს არის ბუ­ნე­ბა­ში რომ არ არ­სე­ბობს ისე­თი ბრალ­დე­ბა. დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის ტე­ლე­ფო­ნი­დან არა­ვი­თა­რი ვი­დეო არ არის ამო­ღე­ბუ­ლი. ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ჩემს ოჯახ­ზე.

იმ სკვერ­ში იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჩხუ­ბი, არ ვიცი რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და ჩხუ­ბი, მაგ­რამ რაც და­ვი­ნა­ხე სკვერ­ში გო­გო­ე­ბი, ბი­ჭე­ბი და უამ­რა­ვი ხალ­ხი, სახე და­ფა­რუ­ლი ჰქონ­და მე რაც და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ ჩემი შვი­ლია და ვი­ცა­ნი," - ამ­ბობს სოფო ძნე­ლა­ძე ტვ პირ­ველ­თან სა­უბ­რი­სას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბულ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის მა­მას, ამ­ჯე­რად ის მოკ­ლედ კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები: რიკაძე, ჩიქოვანი და გაბაშვილი გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ - პროკურატურა

"სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი არ მაქვს, ზო­გა­დად ვიცი, რომ რა­ღაც ერთი წლის წი­ნან­დე­ლი ვი­დეო უპო­ვეს ვი­ღაც ბავ­შვს ტე­ლე­ფონ­ში, არა ჩემ შვილს, სა­დაც რა­ღაც ჩხუ­ბი ჩანს, ამის მეტი მე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს," - ამ­ბობს ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა ფაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც ედა­ვე­ბა. პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია ძა­ლა­დო­ბის კი­დევ 5 ეპი­ზოდ­ზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძი­სა და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა ეპი­ზო­დე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­კად­რებ­საც აქ­ვეყ­ნებს, მათ შო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლა­ში ჩანს ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ია­რა­ღით.

ძა­ლა­დო­ბის 5 ეპი­ზო­დი­დან ხუ­თი­ვე­ში მო­ნა­წი­ლე­ობს გი­ორ­გი რი­კა­ძე; ოთხ ეპი­ზოდ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი; ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი კი 2- ეპი­ზოდ­ში.

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, ერთ-ერთი ძა­ლა­დობ­რი­ვი ეპი­ზო­დის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გი­ორ­გი რი­კა­ძი­სა და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ინა­ხე­ბო­და.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×