რეზონანსი
10.02.2026

 "მშვიდობაში ცხოვრებას ვსწავლობთ და..." - აზერბაიჯანი და აშშ ურთიერთობის ახალ ეტაპზე: რა შეთანხმება გააფორმეს ალიევმა და ჯეი დი ვენსმა

მშვი­დო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას ვსწავ­ლობთ და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ აშშ-ის ამ დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, არა მხო­ლოდ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა გა­ვა­უქ­მეთ ტვირ­თე­ბის ტრან­ზიტ­ზე, არა­მედ და­ვი­წყეთ აქ­ტი­უ­რი ვაჭ­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა , - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და მას შემ­დეგ, რაც აშშ-სთან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა.

ალი­ევ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენტ ტრამპს და მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

"ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პის, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვენ­სის და მათი გუნ­დის კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში, პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა თეთრ სახ­ლში ბრწყინ­ვა­ლე გა­მოს­ვლით და­ა­ი­ნი­ცი­რა ეს შე­თან­ხმე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი "მშვი­დო­ბის სა­ერ­თო დეკ­ლა­რა­ცია", ასე­ვე, და­ე­მა­ტა ამ დო­კუ­მენტს, და შე­დე­გად, ახლა მშვი­დო­ბა­ში ვცხოვ­რობთ. მშვი­დო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას ვსწავ­ლობთ, და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ აშშ-ის მთავ­რო­ბის ამ დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის. არა მხო­ლოდ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა გა­ვა­უქ­მეთ ტვირ­თე­ბის ტრან­ზიტ­ზე, არა­მედ თა­ვა­დაც და­ვი­წყეთ ნავ­თო­ბის შეკ­ვე­თე­ბის მი­წო­დე­ბა, და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ვი­წყეთ აქ­ტი­უ­რი ვაჭ­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

აშშ-მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ ქარ­ტი­ას" მო­ა­წე­რეს ხელი.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ ქარ­ტი­ის" ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ბა­ქო­ში აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯეი დი ვენ­სის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა.

აშშ-ის მხრი­დან ქარ­ტი­ას ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ჯეი დი ვენ­სმა, ხოლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა მო­ა­წე­რეს ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×