რეზონანსი
10.02.2026

 ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, განისაზღვრა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი საქმისწარმოებისთვის არის აუცილებელი.

მერმა ა(ა)იპ-ების და შპს-ს ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ კონკრეტული დავალებები მისცა და ხაზი გაუსვა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×