რეზონანსი
10.02.2026

 „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რუსეთთან მიმართებით ევროპის ქვეყნების ლიდერების შეცვლილ რიტორიკას ეხმაურება.

„გერმანიის კანცლერი ამბობს - რუსეთი ევროპაა და მასთან საუბარი აუცილებელიაო.

მაკრონი აცხადებს - რა ვქნათ, უნდა ველაპარაკოთ რუსეთთან, რადგან სადაც ახლა არის, იქვე დარჩებაო.

როგორ უნდა გავიგოთ ეს? საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება, სადაც ახლაა, ხოლო საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე? ეს ორმაგი სტანდარტები ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო. დღევანდელი ევრობიუროკრატია ისე ჭრის და კერავს, როგორც თავად სჭირდება", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ევროპელი ლიდერები უკვე ღიად ალაპარაკდნენ - მათ შორის არიან ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯა მელონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×