რეზონანსი
12.02.2026

გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი რი­კა­ძის დედა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის ცე­მა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც თინა პა­პას­კირ­მა აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი რი­კა­ძე ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს "უბ­რა­ლოდ თან ახ­ლდა", როცა ის გიგა ავა­ლი­ან­თან სა­ლა­პა­რა­კოდ წა­ვი­და.

"საქ­მის მა­სა­ლა გვი­ან გად­მოგ­ვცეს გუ­შინ. ვნა­ხეთ ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც იდენ­ტი­ფი­კა­ცია არ ხდე­ბა ამ ბავ­შვე­ბის. არა­ფე­რი ჩანს, რომ ამო­ვიც­ნო. ჩვენ ამო­ვი­ცა­ნით რომ ეს ვი­დე­ო­ე­ბი "ტიკ-ტო­კი­დან" იყო ჩა­მოტვირ­თუ­ლი. ვუ­თხა­რით კი­დეც გა­მომ­ძი­ე­ბელს, რომ ეს არის "ტიკ-ტო­კი­დან" ჩა­მო­წე­რი­ლი ვი­დეო და ვერ ვცნობთ ვინ არი­ან ეს ბავ­შვე­ბი.

გი­ორ­გი იყო ად­გილ­ზე, იღებ­და. რა­ტომ იღებ­და ამ ვი­დე­ოს, არ ვი­კი­თხავ არ ვიცი. თუმ­ცა ამ ვი­დე­ო­ზე ჩანს ყვე­ლა­ფე­რი. ჩანს ერთი ხე­ლის დარ­ტყმა, რო­გორ ასუ­ლი­ე­რე­ბენ და ცდი­ლო­ბენ დახ­მა­რე­ბას. მეტი გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მეს არ და­მა­ტე­ბია არა­ფე­რი. რომ გა­ურ­თუ­ლეს მუხ­ლი და ვე­კი­თხე­ბით, რა­ტომ გა­არ­თუ­ლეს, პა­სუხს ვერ გვცე­მენ.

ვიცი, რომ ალექ­სან­დრე გი­გას­თან სა­ლა­პა­რა­კოდ მი­დი­ო­და და ჩემი შვი­ლი მას უბ­რა­ლოდ ახ­ლდა. არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის ტაქ­სის მძღო­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, გი­ორ­გი ეჩხუ­ბე­ბო­და ალექ­სან­დრეს, რა­ტომ და­არ­ტყი ხე­ლიო. ეს ნიშ­ნავს, რომ მან ეს არ იცო­და, და­გეგ­მი­ლი არ ჰქონ­და. გი­ორ­გის თითი არ და­უ­დია ავა­ლი­ა­ნის­თვის. 4 მოწ­მე არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და გიგა ავა­ლი­ა­ნი წა­მოჯ­და, გული აე­რია, გა­და­ვარ­და, "რეს­კად" თავი და­არ­ტყა და უზარ­მა­ზა­რი ხმა ჰქონ­და. გა­დის თვე ნა­ხე­ვა­რი და ეს 4 მოწ­მე ამ­ბობს, რომ გიგა წა­მოჯ­და და ოდ­ნავ მიწ­ვა, კი არ გა­და­ვარ­და. ვინ შე­აც­ვლე­ვი­ნა ჩვე­ნე­ბა?" - გა­ნუ­ცხა­და თინა პა­პას­კირ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი რი­კა­ძის, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე თა­მარ გარ­შა­უ­ლიშ­ვილ­მა მი­ი­ღო.საქ­მე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს ეხე­ბა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×