რეზონანსი
12.02.2026

ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ქვეყანას, ხდება ამ ქვეყნისთვის ხელების გადაგრეხა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველა პარამეტრის თვალსაზრისით წარმატებით ვითარდება, მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს.

„გეთანხმებით, რომ ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც ანახებს ეკონომიკური აქტივობის განვითარებას, ვაჭრობას და ა.შ. ამ მიმართებით საქართველო წარმატებულია და მაღალი ზრდის მაჩვენებელი გააჩნია. ჰქონდა სირთულეები ეკონომიკური თვალსაზრისით, ჰქონდა ბარიერები, თუმცა თავისი ძალისხმევის თვალსაზრისით, როცა საკითხი ეხება ეკონომიკას, ქვეყანა წარმატებულია და ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ ამას. არა უპირობოდ, უპირობო არაფერი არ არსებობს, ჩვენ უნდა ვუჭერდეთ მხარს ამ ფაქტს.

ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ქვეყანას, ხდება ამ ქვეყნისთვის ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ამიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა. მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით. ეკონომისტები არიან ჩემთან ერთად, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში. მათ აინტერესებთ ძალიან ეს ბაზარი, საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა.

ჩემი სოლიდარობა და ყველა ხორვატის სოლიდარობა საქართველოსთან კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მე მიმაჩნია, რომ მშვიდობიანად თქვენ შეძლებთ აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვდგავართ გრძნობების დონეზეც კი თქვენ გვერდით, იმიტომ, რომ ჩვენც გვქონდა უზარმაზარი პრობლემები, მაგრამ ჩვენი მტერი უფრო სუსტი იყო, ვიდრე თქვენი. ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც პრორუსული აგიტაცია, იმიტომ, რომ ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. მე აქ ვიმყოფები დღეს და ხვალ ჩემს მეგობრებთან ერთად. ზოგიერთს წლებია ვიცნობ. მანამდე არ შევხვედრივარ მიხეილ ყაველაშვილს, უკვე შევხვდი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები იქნება მაღალ დონეზე, რომელიც ემყარება ურთიერთპატივისცემას. სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამავე დროს ყველაზე წინ წასული ევროპული ქვეყნები, არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება, საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვისაც ვიმყოფები აქ“,- განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა, რომლის თარგმანს „იმედი“ ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×