რეზონანსი
12.02.2026

დიპლომატიურ პასპორტებს უვიზო რეჟიმი გაუუქმეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ, საქართველოში არსებული ერთი მუჭა რადიკალების პოლიტიკური დღის წესრიგი გამოკვებონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს უნდა ესმოდეთ, რომ მექანიზმი აღარ დაიტოვეს, რითიც საქართველოსთან ურთიერთობას დაალაგებდნენ.

„გადაწყვიტეს, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება სავალდებულოა და ყველამ უნდა შეასრულოს. დიპლომატიურ პასპორტებს უვიზო რეჟიმი გაუუქმეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ, საქართველოში არსებული ერთი მუჭა რადიკალების პოლიტიკური დღის წესრიგის გამოკვებას ამ უსარგებლო სანქციით, რის უკანაც, ამ რადიკალების მხარდაჭერის გარდა, არაფერი დგას. ქართველ ხალხს ეს მტრული განწყობა რეალიზაციაში რომ მოუყვანონ, როცა საპირწონეა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მეორე მხარესაა რიგში დგომა ვიზის ასაღებად, ეს ერთმანეთთან შეუსაბამო ღირებულებებია. უნდა ესმოდეთ, რომ მექანიზმი აღარ დაიტოვეს, რითიც საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობას დაალაგებდნენ. შინაარსს მოკლებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რასაც არც მომავალში ექნება შედეგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×