რეზონანსი
12.02.2026

ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ოცი წლის მონაპოვარს , - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ აკადემიური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ განათლების მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

ნინო დობორჯგინიძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება.

„საზოგადოებას გამოუცხადეს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ილიას უნივერსიტეტის 97-98% ფაქტობრივად დაშალეს, დაანგრიეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ არ აიღოს. ამას ვერანაირად ვერ დავუშვებთ.

ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას და ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ამ ოცი წლის მონაპოვარს“, - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×