რეზონანსი
12.02.2026

 არასრულწლოვანის მიმართ შსს-ს თანამშრომლების უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის მშობ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"2026 წლის 12 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მო­მარ­თვა და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცხელ ხაზ­ზე შე­მო­სუ­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნის მშობ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×