რეზონანსი
13.02.2026

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. როგორც ცნობილია, რუსული მედიით გავრცელდა რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობა“.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×