ნატალია ჯვარიძე
13.02.2026

ირანს რევოლუციის 47-ე წლისთავი რეგიონში ყველა სახელმწიფომ, მათ შორის ისრაელის სტრატეგიულმა მოკავშირემ, აზერბაიჯანმაც მიულოცა. თუმცა თბილისში, ირანის საელჩოს მიღებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებამ და ირანის დროშის ფერებში განათებულმა მთაწმინდის ანძამ ოპოზიციაში უზომო ისტერია გამოიწვია. ცეცსლს ნავთი ისრაელის საელჩოს განცხადრბამ დაასხა, რომელშიც დიპლიმატიურმა მისიამ საქართველოს მთავრობას პასუხი მოსთხოვა.

ოთხშაბათს, თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებსადა პროვინციებში, ირანელები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა  ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი აღენიშნათ.

თურქრთმა ირანს ეროვნული დღესასწაული საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მიულოცა: სამინისტრომ „იქსზე", სადაც ორი ქვეყნის დროშების სურათი გამოაქვეყნა, დაწერა: „გულწრფელი მილოცვა ჩვენს მეზობელირანს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით".

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ირანის ხელმძღვანელობას ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი მიულოცეს და ერევანსა და თეირანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანმა მილოცვის წერილები გაუგზავნა უზენაეს ლიდერს სეიდი  ალი ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს.

სომხეთის პრეზიდენტმა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო და პირადად მიულოცა სახელმწიფო დღესასწაული.

11 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მისალოცი წერილი გაუგზავნა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს, სადაც კოლეგას ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავი მიულოცა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე, 6 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრი, აზიზ ნასირზადე მიიღო.

გასული წლის 4 ივლისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს უმასპინძლა. მანამდე მათ შეხვედრა 28 აპრილსაც გამართეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის გახსენებისას, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა მაღალი დონის კონტაქტები კარგ შესაძლებლობას ქმნის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასუდ პეზეშკიანის გასულ წელს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი წარმატებული იყო და კარგი შედეგები იქნა მიღწეული, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განვითარდა.

  • ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო პერიოდში უცხოურმა საელჩოებმა უფრო ხშირად დაიწყეს თავიანთი ფორმატებიდან ამოვარდნა

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ვიზუალურმა მხარემ გამოიწვია ყურადღების მიქცევა, თუმცა მისივე თქმით, ისრაელის საელჩოს საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება რა ფორმით მიულოცავს ირანს.

„მე ვფიქრობ, ანძის განათება რომ არ მომხდარიყო, ალბათ ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ ისრაელის სალჩო და კიდევ სხვა დაინტერესებული მხარეები.ვიზუალურმა მხარემ ემოციური გავლენა მოახდინამათზე, ვისთვვისაც ეს თემა სენსიტიურია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: ისრაელის საელჩოს საქმე არ არის საქართველოს ხელისუფლება რა ფორმით მიულოცავს ირანს ეროვნულ დღეს

მეორე შესაძლო ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ბოლო პერიოდში უცხოურმა საელჩოებმა უფრო ხშირად დაიწყეს თავიანთი ფორმატებიდან  და საკუთარ თავებს იმაზე მეტი უფლების მიცემა დაიწყეს, რის უფლებასაც სხვა ქვეყნებში არ აძლევენ.

ისრაელის საელჩოს საქმე არ არის საქართველოს ხელისუფლება რა ფორმით მიულოცავს ირანს ეროვნულ დღეს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×