რეზონანსი
13.02.2026

დიდი მადლობა ჩემს კოლეგას ზორან მილანოვიჩს და მის მეუღლეს სტუმრობისთვის, ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის, იმედს გამოვთქვამთ, კიდევ არაერთხელ შევხვდებით და საშუალება გვექნება, ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.

„დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ ბატონი ზორანის და ქალბატონი სანიას გაცნობით. იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და საშუალება გვექნება, ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის, ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×