რეზონანსი
13.02.2026

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა 2026/27 წლების ერთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, ჯგუფში ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ საქართველოს ვეთამაშებით, მაგრამ ვფიქრობ, ჯგუფი თანაბარია.

ვინ არის ყველაზე რთული მეტოქე? არ ვიცი. უნგრეთთან მოხვედრა განსაკუთრებით არ მსურდა.

უნგრეთი ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის (უკრაინელი მწვრთნელი „ფერენცვაროშს“ წვრთნიდა – ავტ.), მაგრამ მე ჩემს გუნდზე ვფიქრობ“, – ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ერთა ლიგის B დივიზიონში უკრაინის ეროვნული ნაკრები უნგრეთს, საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×