რეზონანსი
14.02.2026

ავტოსაგზაო შემთხვევისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა. შემთხვევის კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

როგორც კადრებში ჩანს, მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა მაგისტრალზე, რა დროსაც მან უეცრად შეაჩერა. მას უკნიდან შეეჯახა მოტოციკლი, მას კი მსუბუქი ავტომობილი. მოტოციკლის მძღოლი პირდაპირ ბორბლებში შეუვარდა ჯიპს, თუმცა მან დამუხრუჭება მოასწრო და მოტოციკლისტი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, მაგრამ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×