რეზონანსი
14.02.2026

7 თე­ბერ­ვალს, წა­ლენ­ჯი­ხა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მაშ­ვე­ლი, როს­ტომ (ბა­ჩუ­კი) ლუ­კა­ვას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ტრა­გე­დია წა­ლენ­ჯი­ხა-ჯვა­რის გზა­ზე მოხ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად კი­დევ 2 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ამოტ­რი­ალ­და.

„ვი­ზი­ა­რებთ, ჯვა­რის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის, როს­ტომ ლუ­კა­ვას ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ მწუ­ხა­რე­ბას... ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს და მე­გობ­რებს.. ნა­თელ­ში იყოს შენი წმინ­და სული“, - აღნიშნულია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში.

გარ­დაც­ვლი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და მას 5 წლის შვი­ლი დარ­ჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×