რეზონანსი
14.02.2026

შესაძლებელია აუტიზმის, რომლის მიზეზები საბოლოოდ დადგენილი არ არის, ერთ-ერთი მიზეზი იყოს სწორედ მანქანების გამონაბოლქვით გამოწვეული დაბინძურება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

„ბოლო პერიოდში ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევა, რომელიც ასახავს შესაძლო კავშირს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას - იმ დაბინძურებას, რომელიც შეიძლება იყოს ავტომობილის გამონაბოლქვით გამოწვეული და ისეთ სერიოზულ გლობალურ პრობლემას შორის, როგორიც არის აუტიზმი. ითვლება, რომ შესაძლებელია აუტიზმის, რომლის მიზეზები საბოლოოდ დადგენილი არ არის, ერთ-ერთი მიზეზი იყოს სწორედ მანქანების გამონაბოლქვით გამოწვეული დაბინძურება. ამის მექანიზმებიც არის ახსნილი, თუ როგორ იწვევს ჰაერში არსებული ნაწილაკები, აზოტის ოქსიდი, მცირე ანთებით კერებს ბავშვის ტვინში, რაც საბოლოო ჯამში აისახება ნეიროგანვითარებითი პროცესების დარღვევაზე.

ეს შედარებით ახალი კვლევაა, UNICEF-ი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ მონაცემებს, კვლევები გრძელდება, მაგრამ ფაქტია, რომ აუტიზმსა და ავტომობილების გამონაბოლქვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებას შორის შესაძლო კავშირზე საწყისი ეტაპის კვლევები არსებობს და შესაძლოა, ეს კავშირი საბოლოოდ დადგენილიც იყოს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×