რეზონანსი
15.02.2026

ყოფილი "გირჩელი" ბადრი გრიგალაშვილი საპროტესტო აქციებთან და დებატებთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს:

"სრულიად მესმის თქვენი პოზიციის, ვინც ქოცებთან დებატების წინააღმდეგი ხართ. ბევრი თქვენგანი ვა-ბანკზე წახვედით, როცა სისტემასთან დაპირისპირება გადაწყვიტეთ. ბევრი დაიჭირეს, ბევრმა სამსახური დაკარგეთ, ბევრს დაყადაღებული ანგარიშები გაქვთ და ასეთ სიტუაციაში ძალიან რთული მისაღებია ის ფაქტი, რომ რაღაც სადებატო დარჩა. თუმცა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს რეალობის მიღება, ფაქტია, რომ პროტესტი გაიჭედა და ახალი იმპულსი სჭირდება. მნიშვნელოვანია მარშები, მაგრამ ცვლილებითვის ბერად მეტი ადამიანის შემოერთება/გადმობირებაა საჭირო. თუ ვინმე დებატებში ხედავს რაიმე იმპულსის გაჩენის შანსს, სცადოს. ხალხი შეაფასებს. არის თუ არა ეს დებატები ვითარების ნორმალიზება? - კი, არის. ასევე ვითარების ნორმალიზებაა, როცა დილით იღვიძებთ და მეტროთი მგზავრობთ, ბიუჯეტში იხდით გადასახადებს, ასაჩივრებთ და იხდით ჯარიმებს, სარგებლობთ იუსტიციის სახლის სერვისებით, პოსტავთ სასაცილო პოსტებს და ა.შ. 

სანამ არ გვექნება იმის ძალა, რომ დავიწყოთ მასობრივი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა, ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანი ყოველ დღე ვახდენთ ვითარების ნორმალიზებას.ქოცების დებატის პარალელურად, არსებობს რაიმე ოპოზიციური დღისწესრიგი? - არ არსებობსრაიმეში მაინც ერთიანია ოპოზიცია? - არა, ანუ ამ წუთას აქეთ მხარეს არ არსებობს არანაირი გამარჯვების რეალური გეგმა და კონტურები, რომლიდან გადახვევაც ვინმეს მოღალატედ აქცევს. რისი დაზიანებაც შეიძლებოდა, უკვე დაზიანებულია. ასეთ სიტუაციაში ყველაზე სწორი იქნება დაიწყოს გატესტვა სხვადასხვა ტაქტიკის. ვისაც უნდა იდებატოს და ვისაც უნდა გაერთიანდეს. სიახლე გვჭირდება და ეს სიახლე ერთმანეთისთვის მოღალატეების დაძახებით ვერ დაიბადება", - აღნიშნა გრიგალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×