რეზონანსი
15.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და

მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×