რეზონანსი
15.02.2026

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმაზე გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა აჩვენეს, რომ შინაარსობრივი მსჯელობა რიგ საკითხებზე, არ შეუძლიათ და ეს დებატებზე გამოჩნდა:

„2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა... თუმცა, აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ!“ - წერს დეპუტატი.

ზურაბ ქადაგიძე ხაზს უსვამს, რომ ოპონენტები დაკავებული არიან ინტელექტუალური ბლეფით და არ წარმოადგენენ ძლიერ ოპონენტებს.

„2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა... თუმცა, „იმედის“ დებატებმა ყველაფერს ფარდა ახადა და ეს ფრაზა ახლებურად „ააჟღერა“. აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა - მათი სტილია. უნიათობა - მათი ბუნება. ყვირილი - არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა. როცა ცოდნა ნულია, დარჩენილი გამოსავალი შინაარსისგან გაქცევაა. გუშინდელმა ეთერმა დაადასტურა: ჩვენ საქმე გვაქვს არა ძლიერ ოპონენტთან, არამედ ინტელექტუალურ ბლეფთან, რომელიც პირველივე სერიოზულ კითხვაზე ჩამოიშალა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×