რეზონანსი
15.02.2026

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაბლო კირნოსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურების აუცილებლობას.

„დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არგენტინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროს ფარგლებში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიასა და ლათინური ამერიკის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×