რეზონანსი
15.02.2026

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უკვე საუბარი, ჰქონდათ საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება იმისთვის, რომ მოხდეს გადახედვა იმ მდგომარეობის, რა მდგომარეობაც არის დღეს და იმ მემკვიდრეობის, რა მემკვიდრეობაც არის დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ვერ იქნება ისეთი გულუბრყვილო იფიქროს, რომ ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა მის დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, რომ ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები, ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაცივებას გარკვეულწილად ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გარკვეულწილად გარიყულიყო ევროპული და ამერიკული დღის წესრიგიდან. ეს ყველაფერი მოხდა იმის ხარჯზე, რომ ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების ისე წარმოჩენა, თითქოს ჩვენ რაღაც ცუდს ვაკეთებთ, რაღაცას ვაზიანებთ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გასაახლებლად და ეს მოითხოვს გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან, რასაც ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ გარკვეული მზაობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის, რომ განვაახლოთ მუშაობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ორი ქვეყნისთვის, რა შეიძლება იყოს ორი ქვეყნის ინტერესებში ამ ურთიერთობებში.

ეს პირველ რიგში მოითხოვს დიალოგს, მოითხოვს ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა უფრო ცხადად დავინახოთ, თუ რა ინტერესებით მოქმედებს აშშ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დღის წესრიგში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×