
განათლების სისტემას რეფორმა სჭირდება და ამაზე არავინ დავობს, უბრალოდ, მსგავსი ფორმით და მიდგომით რეფორმა არ უნდა გატარდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ხელისუფლება ხელების გადაგრეხის პრინციპით როცა მოქმედებს, ამას არავითარი კავშირი არ აქვს განათლების რეფორმასთან“.
„განათლების რეფორმა იმ რეალური პრობლემების აღმოფხვრას არ ემსახურება, რაც განათლების სისტემაში უკვე ათეული წლებია, არსებობს. განათლების სისტემას რეფორმა სჭირდება და ამაზე არავინ დავობს, უბრალოდ, მსგავსი ფორმით და მიდგომით რეფორმა არ უნდა გატარდეს. ხელისუფლების მიერ რეფორმად შერაცხული ღონისძიება სპეციალური ღონისძიებაა, რათა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტი გადაარჩინონ. ხელისუფლება ხელების გადაგრეხის პრინციპით როცა მოქმედებს, მათ არავითარი კავშირი არ აქვთ განათლების რეფორმასთან“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.