რეზონანსი
16.02.2026

ქვეყანამ არაერთი არეულობის მცდელობა გადაიტანა, მათ შორის ბოლო გახლდათ 4 ოქტომბრის მაგალითი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ახალ მუხლზე საუბრისას.

მისივე თქმით, იყო მაგალითები, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ხალხისთვის გაეჩინა არასწორი მოლოდინი, თითქოს ვინმეს შეუძლია ხელისუფლების დამხობა.

„ის, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი, რომ ეს არის არა საქართველოს, არამედ „ქართული ოცნების“ პარლამენტი, არის არა საქართველოს, არამედ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რაც თავისთავად ქმნის გარკვეულ მოლოდინებს, რომ შესაძლებელია ვინმე ჰქონდეს „ლეგიტიმაცია“ იმისა, რომ არაკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება, მოხდეს ხელისუფლების დამხობა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შედის. დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას სამ წლამდე ვადით. ცვლილებათა პაკეტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×