რეზონანსი
16.02.2026

შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

მან ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებეზე ისაუბრა. შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც.

„თავად სამინისტროს არაერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერებაში როგორც ადამიანური, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. დაახლოებით, 90-მდე ერთეულით გაიზარდა მიგრაციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. დღეს საშუალება გვქონდა, მოგვენახულებინა სრულიად ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელზეც დაახლოებით, 6მლნ ლარი დაიხარჯა და სრულიად ახალი შენობა აშენდა.

ასევე, ჩვენ შევქმენით ახალი დანაყოფი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მიმართულებას ფარავს - მოგეხსენებათ, იქ ძალიან დიდია არალეგალების კონცენტრაცია და საჭიროებდა კონცენტრირებულ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებაზე. შესაბამისად, გვაქვს ის შედეგები, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. 2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებულია იმაზე მეტი არალეგალი, რამდენიც ჯამში, 10 წლის განმავლობაში იყო გაძევებული მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. მომდევნო წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას“, - განაცხადა დარახველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×