
საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სურთ, რომ საქართველოსთან ეკონომიკური დიპლომატია გააღრმაონ.
„დღეს ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა. გვინდა, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატია.
ვაპირებთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატიის გამოგზავნას საქართველოში, რომ მან ეძიოს და გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა. არსებობს ბევრი სფერო, რომელშიც შეგვიძლია საქართველოსთვის სასარგებლო ვიყოთ“, - აღნიშნა მან.