
თელავში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 75 წლის ქალი რუსული ენისა და ლიტეტრატურის სპეციალისტი, ლუდა ბანოვსკაიაა
ის წლების განმავლობაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტოავარიაში მოხვედრის შედეგად, ფეხი მოსტყდა და ბოლო წლებში, გადაადგილება უჭირდა.
ქალი საცხოვრებელ სახლში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. შვილმა ალმოდებული სახლის დატოვება დროულად მოახერხა.
ხანძარი ახვლედიანის ქუჩაზე ერთი საათის წინ გაჩნდა.
სახლი ნაწილობრივ დაიწვა, შიგნით დარჩენილი ქალი კი, გარდაიცვალა.
ადგილზე სამაშველო სამსახური, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და პოლიცია იმყოფება.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად, მოძველებული ელექტრო გაყვანილობა სახელდება.
წყარო: mak.ge