რეზონანსი
16.02.2026

 მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა მიგრაციის თემაზე, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან ისაუბრა, თუ რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა ექნებათ.

„მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება. ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი წლიური მოხსენებით. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე. ინტერპელაციის საკითხი შეეხება მიგრაციის თემას. ძალიან მნიშვნელოვან თემას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ - მთელს მსოფლიოში, ძალიან დიდ გამოწვევას, რასაც მიგრაცია წარმოადგენს.

გადავწყვიტეთ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ", რომ გაგვეგზავნა რამდენიმე კითხვა, კერძოდ, 7 ძირითად მიმართულებაზე პრემიერ-მინისტრთან კითხვები გაგზავნილია, რაზეც ისაუბრებს ბატონი ირაკლი ოთხშაბათს, ინტერპელაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა ამ თემის ირგვლივ, რადგან როგორც ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის ის მუდმივი მანიპულაციები, ის მუდმივი კონსპირაციის თეორიები, ის მუდმივი სიცრუე ყველა თემის ირგვლივ", - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი იყო სტატისტიკა, თუ რა ვითარებაა ბოლო 12 თვის განმავლობაში მიგრაციის კუთხით.

კირცხალიამ აღნიშნა, რომ ასევე, 18 თებერვალს ფრაქცია „საქართველოს" წევრების მიერ ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულია რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი. განსახილველი თემა სამინისტროს საქმიანობა იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×