რეზონანსი
16.02.2026

 "რა უსაფრთხოების გარანტიაა დღეს NATO? პირიქით - NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები," - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

მისივე თქმით, იმგვარი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, რაც უკრაინამ "NATO-სკენ ეფემერულ მისწრაფებაში" გაიღო, საქართველოს საგარეო პრიორიტეტები უნდა იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან.

"ფაქტები იაფფასიანი ლოზუნგების ნაცვლად - თქვენ NATO ახსენეთ და აქ ისმის ძალიან მარტივი კითხვა - ვისი უსაფრთხოება უზრუნველყო NATO-მ? რა უსაფრთხოების გარანტიაა დღეს NATO? პირიქით - NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები.

უკრაინა არის ამის ნათელი მაგალითი. NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა იბრძვის დღეს რუსეთის წინააღმდეგ, NATO-სკენ ამ ეფემერულ მისწრაფებაში უკრაინამ დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი, ათეულობით მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული დევნილი, თავიდან ბოლომდე ჩამოიქცა ქვეყნის ეკონომია, სახელმწიფოებრიობას კარგავს და უბრუნდება იმ წერტილს, რა წერტილშიც შეეძლო ამხელა მსხვერპლის გარეშე ყოფილიყო 2022 წელს. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ მსხვერპლის ხარჯზე მივიდეთ ნეიტრალიტეტამდე, არამედ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან," - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×