
ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ უახლეს კადრებს და საქმის ახალ გარემოებებს ეხმიანება. ცოტა ხნის წინ, თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია.
მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. აღნიშნულ განცხადებას რამდენიმე წუთში გამოეხმაურა იზა ომაძე.
„მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია, ამას ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!“, - დაწერა იზა ომაძემ.
მალევე კვარაცხელიას დედამ ბუსა ჟვანიას დედას, ნინო ჟვანიას ტელეეთერის საშუალებით მიმართა და მისი დაპირება შეახსენა.
"მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - თქვა იზა ომაძემ.