რეზონანსი
17.02.2026

პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა დაიწყო. ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად პლენარულ სხდომაზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები.

ყაველაშვილის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნა ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ. მიხეილ ყაველაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

დღეს პარლამენტში სხვა საკითხებს არ განიხილავენ, რადგან რეგლამენტით ეს დაუშვებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×