
ხელჩართული ჩხუბი სასამართლოში - ერთმანეთს ფიზიკურად თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძისა და ბრალდებული ძმებ მიქაძეეების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „პირველების“ ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პირი. მას დაზიანება გავრცელებული ინფორმაციით, სახის არეში არენიშნება.
როგორც ადგილიდან „ტვ პირველის“ კორესპოდენტი იუწყება, ჩხუბში ჩაერია პოლიციაც, თუმცა არავინ დაუკავებიათ. მათ დაპირისპირებული მხარეები ტეროტორიას მხოლოდ გაარიდეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დღეს, მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების - გიორგი და დავით მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის პროცესია. სხდომას ესწრება მხოლოდ გიორგი მიქაძე, რადგან დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან. მათზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ სამი პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა; გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის; მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.