რეზონანსი
17.02.2026

ლევან დავითაშვილის დაკითხვის დეტალები არ ვიცი, ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×