რეზონანსი
17.02.2026

დღეს, თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მი­ქა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ 2021 წელს, 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­გეგ­მა, რაც ათე­უ­ლო­ბით წლის წი­ნან­დელ კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია, რომელიც პროკურატურამ მკვლელობის შემკვეთად დაასახელა. 

ამ­ჟა­მად ბუსა ჟვა­ნი­ა­ზე ძებ­ნა ცხად­დე­ბა, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მას 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დეც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხი მას ყო­ველ­თვის ნი­ჭი­ერ და გა­ნათ­ლე­ბულ ახალ­გაზ­რდად ახა­სი­ა­თებ­და, მისი ცხოვ­რე­ბა არა­ერ­თხელ გა­და­იკ­ვე­თა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლებ­თან.

2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს ბუსა ჟვა­ნი­ამ ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, ლე­ვან თო­ფა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში და­ნით მძი­მედ დაჭ­რა. ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­სა­ხელ­და - ბუ­სას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თო­ფა­ძე­ებ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­საც ჟვა­ნი­ას აგ­რე­სია მოჰ­ყვა.

ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბუ­სას 3 წელი მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა მან სა­პა­ტიმ­რო­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა.

ნინო ქადაგიძის ინფორმაციით, ბუ­სამ ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­და GMAT-ი უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა­რა და მსოფ­ლი­ოს ტოპ 3%-ში შე­ვი­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­გის­ტრა­ტუ­რა და­ამ­თავ­რა და კომ­პა­ნია "ამა­ზონ­ში" მუ­შა­ობ­და.

ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლი კი­დევ ერთ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც 2015 წელს ბა­თუმ­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­სამ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მა­მის ყო­ფილ მე­გო­ბარ­სა და თა­ნა­მებ­რძოლს, გია ბა­რა­მი­ძეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ბა­რა­მი­ძემ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რა­მაც ახალ­გაზ­რდა ჟვა­ნია წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა.

ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა, ვიდ­რე მის წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა შემ­თხვე­ვა. თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა ბუსა ჟვა­ნი­ას ბრა­ლის და­ამ­ტკი­ცებს, მას ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა ელის.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×